გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის  მთავარი  თემა
ზმნის  პირი  და  რიცხვი
სწავლების  საფეხური
დაწყებითი (მე–6 )კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
16 მოსწავლე (განსაკუთრებული  საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან )
გაკვეთილის  მნიშვნელობა აქტუალობა
ზმნის  სწორად  შესწავლა დაეხმარება მოსწავლეს  მართლწერასა  და  მართლმეტყველებაში ,ენის ნორმების შესაბამისი წინადადებების აგებასა და  ზმნის  სხვადასხვა  კატეგორიის  გაგებაში.
გაკვეთილის  მიზნები  და  შედეგები
მოსწავლეები  ისწავლიან  ზმნის  პირისა  და  რიცხვის  ნიშნებს , შეეძლებათ  არასწორი  კონსტრუქციების  ამოცნობა  და  შესწორება, ჩამოუყალიბდებათ  კვლევის  უნარ–ჩვევები.
წინასწარი  ცოდნა
იციან  ზმნის  რაობა,მისი  ფორმაცვალებადობა, რიცხვი.
შეფასების  საგანი  და  პროცედურები
მოსწავლეთა  წარმატებებს  დავადგენთ : ზეპირი  პრეზენტაციითა  და  წერითი  სამუშაოების  შესრულებით.გამოვიყენებ  განმავითარებელ შეფასებას. მოსწავლეები  შეფასდებიან  საკითხებზე  ქულების  მინიჭებით.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
მე_6  კლასის  სასკოლო  სახელმძღვანელო.  
კომპიუტერი
გაკვეთილის  მსვლელობა
აქტივობა–1. გონებრივი იერიში.  მასწავლებელი  მიმართავს  მოსწავლეებს, გაიხსენონ,  რა  იციან  ზმნის  შესახებ(რას  აღნიშნავს ზმნა?  ფორმაცვალებადია  თუ  ფორმაუცვლელი?რას ქვია რიცხვი?5წთ.

აქტივობა.2 მასწავლებელი  აცნობს  მოსწავლეებს გაკვეთილის თემას,მიზნებს,ზმნის წარმომავლობას.5 წთ.

აქტივობა.3  მოსწავლეები ეცნობიან სახელმძღვანელოში მოცემულ მასალას.მათ ეძლევათ კონკრეტული დავალება (ინდივიდუალურად) ამოკრიბონ ტექსტიდან ზმნები (“როგორ მოვინელო ეს ჯავრი? ნეტა მტერს მეც მოვეკალი, რისთვისაც დავრჩი მე ცოცხალი?”)და განმარტონ, რომელ პირსა და რიცხვში დგას ზმნა დავრჩი. მის მაგალითზე დაასაბუთონ, რომ ზმნა ფორმაცვალებადი სიტყვაა.(1o წთ)

მასწავლებელი აწვდის ფორმებს მხოლობითისა და მრავლობითის გასარჩევად/ვსაუბრო ბ– ვსაუბრობთ უნდა–უნდათ/ და ავალებს განსხვავებული ბგერების გამოყოფას. (3წთ)

წარუდგენს  სქემა–ტაბულას შესასწავლად. (5წთ)
ავალებს, გადაიყვანონ მონათხრობი მხოლობით რიცხვში და პირიქით.1. ჩიტებმა მორთეს სიმღერა  2. არყებიდან გამოხტა  ახალგაზრდა ბიჭი.(3წთ)
  • გაასწორეონ ზმნის მცდარი ფორმები: ბალს ჯგუფ–ჯგუფებად ესეოდნენ ჩიტები, ზოგნი მიდიოდნენ, ზოგნი მოდიოდნენ.(2წთ)
  • შეცვალონ ხაზგასმული არსებითი სახელები შესაბამისი პირის ნაცვალსახელებით ( მთლი კლასი მუშაობს) 1. ნუკრი კვნესის.  2. შვილი დედას ეძახის.   3. შველმა ნუკრს მტერი დაანახა.(5წთ)
ჩამოწერეთ ბარათებზე 2–3 წინადადებით რაც დაგამახსოვრდათ გაკვეთილიდან. (5წთ)
  საშინაო დავალება
ლიტ–ის სახ–ოს ნებისმიერი ტექსტიდან ამოიწერონ და დააჯგუფონ ერთ, ორ და სამპირიანი ზმნების 5–5 მაგალითი სხვადასხვა რიცხვში.       (2 წთ)